სიახლეები
გრძელდება ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები
27/07/2012
„ბაგრატის ტაძრის დასავლეთის მკლავი ქვით მოპირკეთდება“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელმა, ამბა-ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.
მიტროპოლიტმა კმაყოფილება გამოთქვა ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო და აღნიშნა, რომ დასავლეთის მკლავი ქვით მოპირკეთდება, ასევე ტაძრის იატაკი და გუმბათი აღარ გაკეთდება შუშის და იქნება იმავე მასალის, რითაც ტაძრის შიგნით სვეტები მოპირკეთდება.
ამბა-ალავერდელმა მიტროპოლიტმა, ასევე, აღნიშნა, რომ შეთანხება ამის შესახებ უკვე მიღწეულია, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ამ გეგმით განხორციელდება. ამასთან, საბოლოო სიტყვას კი, იტალიელი არქიტეტორი ანდრეა ბურნუ იტყვის, რომელსაც პროექტი ჯერ არ წარმოუდგენია.
თუმცა, მიტროპოლიტი დარწმუნებით აცხადებს, რომ იტალიელი არქიტექტორის პროექტში ეს ადგილები ქვის იქნება და არა - შუშის, როგორც ადრე იყო ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტში.
დღეს ბაგრატის ტაძარი სასულიერო პირებმა და კულტურის მინისტრმა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დაათვალიერეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძრის დასავლეთის მკლავზე სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერების აუცილებლობაზე 17 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. უწმინდესმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საჭირო იყო გარკვევა, რა უნდა გაკეთებულიყო, როგორ და შემდეგ გაგრძელებულიყო ტაძრის რესტავრაცია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















