სიახლეები
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბოდბეში ჩაბრძანდა
26/07/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბოდბეში ჩაბრძანდა.
საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა მოციქულთასწორი ქალწულის, წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი მოილოცა და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ტაძარს დიდებული უწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი ერი მის მშენებლობას 17 საუკუნის განმავლობაში ელოდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა დალოცა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი დავითი, იღუმენია თეოდორა, მონასტრის მკვიდრნი და ტაძრის კტიტორი არჩილ გეგენავა.
ამ ადგილს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან სწორად აქ ქართევლთა განმანათლებელი მოციქულთასწორი ქალწული წმინდა ნინო განისვნენებს. დაბა ბოდბისი უფალმა ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი და იმ დროიდან მოყოლებული წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის. ეკლესია სადაც წმინდანის საფლავია წმინდა გიორგის სახელობის არის, ამიტომ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის სურვილი იყო, რომ წმინდა ნინოს სავანეში მისივე სახელობის ტაძარი აღმართულიყო. ეკლესიის პროექტზე მუშაობა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით საპატრიარქოს არქიტექტორმა თეიმურაზ ბერიძემ 2010 წელს დაიწყო. ჯვარგუმბათოვანი ეკლესიია 33 მეტრი სიმაღლის არის და ორი სართულისგან შედგება. არქიტექტურა უძველესი ქართული ძეგლების სინთეზს წარმოადგენს, მისი მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც სპეციალურად ისეთი მასალისგან შეირჩა, რომელიც ამ ისტორიულ გარემოს შეეფერება. ეკლესიაში ოთხი ტრაპეზია. მთავარ ტაძარში ტრაპეზი მინდა ნინოს სახელზე იკურთხა. პირველ სართულზე მდებარე სამი ტრაპეზი კი წნმინდანების მირიან მეფისა და ნანა დედოფლის, კონსტანტინესა და ელენეს და ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის არის. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა დღეს მათ სახელზე მონასტრის დედებთან ერთად იგალობა.
დღესვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ნინოს საფლავი მოილოცა და უფალსა და მოციქულთასწორ ქალწულს მადლობა შესწირა, რომ სტიქიას ეს რაიონი არ დაუზარალებია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















