Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Alaverdi

უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე კახეთის რეგიონში ჩაბრძანდა

23/07/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე კახეთის რეგიონში ჩაბრძანდა.

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და მათ ფულადი დახმარება, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები ჩაუტანა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა კახეთში ყოფნისას თელავის ღვთაების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი, მრევლი დალოცა და მათ გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი თელავიდან პრეზიდენტთან ერთად ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიბრძანდა. მათ ტაძარი მოილოცეს და ადგილობრივებს მიმართეს. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა პრეზიდენტი ალავარდის მარანში მიიპატიჟა. სამონასტრო კომპლექსში უკვე წლებია ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წევრები ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრის ღვინოს აწარმოებენ. ალავერდის მარანში საგანგებოდ სტუმრებისთვის სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული რამდენიმეწლიანი დაძველების რქაწითელის ჭური გაიხსნა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced