სიახლეები
ფესტივალი
19/07/2012
„ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას.“– ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეკუთვნის. ამ კულტურული საუნჯის გაფრთხილების, შენახვისა და პოპულარიზაცისათვის საჩხერეში წელს უკვე მეოთხედ ქართული გალობის ფესტივალი გაიმართა. ინიციატივა სათავეს 1998 წლიდან იღებს. თუმცა მას შემდეგ ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და უკვე საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. ქართული გალობის დღეები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა–კურთხევითა და საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელის უშუალო ორგანიზებით იმართება. წლევანდელ ფესტივალზე სხვადსხვა ეპარქიის ტაძარსა თუ მონასტერთან არსებული მგალობელთა გუნდები წარსდგნენ. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, აქამდე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება კულტურულ ცენტრებთან არსებულ გუნდებსაც შეეძლოთ. ფესტივალის დასრულების შემდგე კი თითოეულ მონაწილეს სამადლობელი სიგელი და ქართული გალობის კრებული გადაეცა. ფესტივალი ”ქართული გალობა” მონაწილეებსა და მსმენელებს 3 წლით დაემშვიდობა. როგორც ამბობენ, ქართული გალობის დღები წლიდან წლამდე იზრდება და იხვეწება, შესაბამისად, ორგანიზატორები 2015 წელს უფრო მრავალფეროვან რეპერტუარს გვპირდებიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















