სიახლეები
ქართლის ცხოვრების ახალი გამოცემები
05/06/2009
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს ქართლის ცხოვრების ახალი _ ქართული და რუსული გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა. ორივე გამოცემის მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველია. საზეიმო ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ქართლის ცხოვრების ახალი გამოცემა სწორედ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის დაბადებიდან 75-ე და აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავს ეძღვნება. უწმინდესმა და უნეტარესმა აკადემიკოს როინ მეტრეველს გაწეული შრომისთვის საჩუქრად ოქროს ჯვარი გადასცა. ქართლის ცხოვრების ახალ შეჯერებულ ვარიანტზე სარედაქციო კოლეგია 10 წელი მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთთან შეჯერდა ცნობილი და ახლადაღმოჩენილი ვარიანტები. მათ შორის გამორჩეულია 5 ძირითადი ვარიანტი : მარიამისეული, ანასეული, ჭალაშვილისეული. მაჩაბლისეული და კლიმიაშვილისეული რედაქციები, რომელიც მკვლევართა მიერ სხვადასხა დროს არის აღმოჩენილი. აღსანიშნავია, რომ ქართლის ცხოვრება რუსულ ენაზე პირველად გამოიცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















