Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Baptism

23-ე საყოველთაო ნათლობა

14/07/2012

13 ივლისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში რიგით ოცდამესამე საყოველთაო ნათლობა შედგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლული კიდევ 511 პატარა გახდა. საქართველოს ეკლესიის მეთაური უკვე 11907-მდე ბავშვის ნათლიაა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და მომდევნო შვილები არიან. საქართველოს ეკლესიის მეთაურის განჩინებით, ყოველი ოჯახის მეოთხე შვილს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ნათლული გახდა, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილისა და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველის ტიტული ენიჭება. ნათლობის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა თითოეულ ახლადმონათლი დალოცა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced