Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Svetitskhoveli Cathedral

12 მოციქულის ხსენება - სვეტიცხოვლობა

13/07/2012

13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულს ერთად იხსენიებს.

კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.

მაცხოვრის თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას  ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.

ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.

ტროპარი: მოციქულნო წმიდანო ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი, ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.

სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება

სვეტიცხოველი - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.

ტაძრის მშენებლობის პერიოდი (XI საუკუნის დასაწყისი) დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ და საინტერესო ეპოქას. ამ დროს ფეოდალიზმი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ადიოდა. წარმატებით დასარულდა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობეს ეროვნული, სულიერი კულტურის, მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ფერწერის, ოქრომჭედლობის, ხუროთმოძღვრების ფართოდ განვითარება. ხუროთმოძღვრებაში უმაღლეს საფეხურზე ადის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა არქიტექტურა, რომლის ეროვნულ სტილს სათავეს უდებს მცხეთის „ჯვარი“ (VI-VII სს-ს მიჯნა) - პირველი დასრულებული და კლასიკური ნიმუში. სწორედ ამ დროს იქმნება საქართველოს ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლები, როგორებიცაა: ალავერდი, ბაგრატისტაძარი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი, იშხანი და მრავალი სხვა. სვეტიცხოველს ქართული არქიტექტურის ამ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.

სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს. შემდგომში არა ერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არა ერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიის და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით, ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოს განასახიერებდა.

სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა, კათოლიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა - კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ ხდებოდა ქართველ მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა და კათოლიკოს-პატრიარქთა დაკრძალვა (ტაძარში დღემდე შემორჩენილია რამდენიმე მათგანის საფლავი). გარეშე მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა. თავისი მდიდარი ბიბლიოთეკით სვეტიცხოველი მწიგნობრობის გავრცელების კერასაც წარმოადგენდა. არის ცნობები, რომ ეს წიგნები ინახებოდა ტაძრის კედლებში მოთავსებულ სამალავ ოთახებში, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად.

სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.

ცნობილია, რომ მე-4 ს-ის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო სწორედ ამ ადგილას, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან, „წმინდა ჭალაში“, ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლოხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა.

V ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა - ე.ი. გახდა ავტოკეფალური (მანამდე იგი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა). ამ დროიდან მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად, კათედრით სვეტიცხოველში. ქალაქი ამ დროს წარმოადგენდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანობის ცენტრს. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც ვახტანგ გორგასლის ბრძანებით V ს-ის ბოლოს მის ადგილზე ააგეს დიდი ზომის ქვის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომლის ზომებიც ბევრად აღამატებოდა იმ ხანად ცნობილ ეკლესიებს: წილკნის, ბოლნისის, ხაშმის და სხვა. ვახტანგისეული ნაგებობიდან დღემდე თითქმის აღარაფერი შემორჩა, რადგან დროთა განმავლობაში ძალზე დაზიანებულა. XI ს-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.

გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-გადაკეთებას ხელი მოჰკიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა. მისი ბრძანებით XI ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად. სწორედ არსუკისძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული, გარკვეული ცვლილებებით.

XI ს-ში სვეტიცხოვლის მშენებლობა დაწყებულა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (1001-1014 წწ.) დროს. ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა მეფე გიორგი I (1014-1027 წწ.) მეფობის პერიოდში, ხოლო დასრულებული სახე ტაძარმა მიიღო ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეფობის ხანაში. სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი შენდებოდა 19 წლის განმავლობაში - (1010-1029 წწ.).

სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურული ანსამბლის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედში ჩახაზულ ჯვარს, რომელიც დასრულებულია პირამიდული, თექვსმეტსარკმელიანი გუმბათით, რომლისაგანაც იშლება ჯვრისმკლავები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტრაგიკულმა ისტორიამ ყველაზე მძიმე დაღი დაასვა ტაძრის გუმბათს: XIII ს-ის დასასრულს (1283 წ.) საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩამოიქცა. იგი შეაკეთა გიორგი ბრწყინვალემ XIV ს-ის პირველ ნახევარში. გუმბათი მეორედ ჩამოაქციეს თემურ-ლენგის მეომრებმა XIV ს-ის ბოლოს.

ცნობილია, რომ ამ შუა აზიელმა დამპყრობელმა 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას აუოხრებია სვეტიცხოველი. „შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ“ - გადმოგვცემს მემატიანე. ზოგიერთი ცნობით, ეს თავდასხმა მომხდარა 1387 წელს, მე-2 შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც არაერთი ამაოხრებელი თავდასხმა განუცდია, თემურ ლენგის მიერ სვეტიცხოვლის აოხრება ყველაზე გამანადგურებლად ითვლება. მისმა ურდოებმა არამარტო მოანგრიეს ტაძრის გალავანი, გაძარცვეს ოქროთი მოპირკეთებული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა, არამედ გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით, თემურ ლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, ჩამოიქცა მხოლოდ გუმბათი.

ალექსანდრე პირველს აღუდგენია თემურლენგის მიერ დანგრეული ბუნჯებიც, მაგრამ აღდგენისას ეს ბურჯები, გამაგრების მიზნით, უფრო გაამსხვილეს და ამით თავიანთი პირვანდელი სილამაზე დაუკარგეს. თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა XI ს-ისა და XV ს-ის ბურჯებს შორის, ეს კარგად ჩანს დღესაც. XI ს-ში თაღები უფრო მაღლები, ხოლო ბურჯები უფრო ნატიფები და ლამაზები ყოფილან, კარგად ჩანს ისიც, რომ დასავლეთის მკლავის სამი თაღიდან დატოვებულია მხოლოდ ორი, ამიტომ თუ თავდაპირველ თაღებს შორის მანძილი თანაბარი იყო, XV ს-ის რესტავრაციის შემდეგ ერთ-ერთი მათგანის ბიჯი ორჯერ ჭარბობს მეორისას.

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ბურჯების გამყარება, მათი გამსხვილება, გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითეულ ბურჯს ტაძრის ზევიდან 700 ტონა სიმძიმე აწვება.

სვეტიცხოვლისადმი დიდი ზრუნვა გამოუჩენია ქართლის მაჰმადიან მეფეს როსტომს (მეფობდა 1632-1638 წლებში). როგორც ჩანს, ამაში დიდია მისი მეუღლის, ჭეშმარიტი ქრისტიანობითა და მაღალი გონებით გამორჩეული ქალის მარიამ დადიანის დამსახურება. მათ საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარებიათ დაზიანებული ტაძრისათვის, შეუკეთებიათ - აღუდგენიათ გუმბათი, მიუკუთვნებიათ მრავალი გლეხი. სოფლებიდან შემოსავალი გროვდებოდა როგორც ფულით, ასევე ნატურით (პური, ღვინო, სანთელი, ქსოვილები და ა.შ.).

XVII საუკუნის ბოლოს მთელ საქართველოში სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა გლეხთა 1025 ოჯახი და 237 სოფელი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced