სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
05/09/2009
სამწუხაროდ, მასმედიაში ისევ გამოჩნდა ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ინფორმაციები. ამჯერად შევჩერდებით გუშინ, 3 სექტემბერს, ტელევიზიით გადაცემულ ვრცელ სიუჟეტზე, სადაც განხილული იყო რუსი ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობის თემა და რუსულ-ქართული კომისიის მიერ ჩატარებული კონფერენცია.
ეს მოვლენები შეფასდა საქართველოს მიმართ კრემლის აგრესიული და იდეოლოგიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად.
აღნიშნულ სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ "საქართველოს ეკლესია შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშში იქნას ჩათრეული და რომ არ არის გამორიცხული პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი რუსულმა ძალებმა იდეოლოგიური ინტერვენციის გათეთრებისათვის გამოიყენონ". გავრცელდა აზრიც, თითქოს ეკლესია იყო ინიციატორი აღნიშნული ვიზიტისა.
გვინდა განვაცხადოთ, რომ ეკლესია არ ყოფილა მომწვევი მხარე ხოლო რუსულ-ქართული კომისიისგან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით სტუმრების ჩამოსვლის საკითხი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, რისი ერთ-ერთი დადასტურება ისიც იყო, რომ კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო ახლადგახსნილ სასტუმრო "რედისონ-ივერიაში".
შევნიშნავთ იმასაც, რომ რამდენადაც საქართველოს ეკლესია ნეიტრალურია შიდა პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში, იმდენად საგარეო-პოლიტიკურ პროცესებში იგი აქტიურად გამოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ერის ერთიანობის გარანტად.
ის, რომ საქართველო არის გლობალური პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების ადგილი და, რომ ყველა ძალა სათავისოდ ცდილობს ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას ახალი არ არის, მაგრამ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დამცველად და ყველა მისი ნაბიჯი და მოქმედება მხოლოდ ამ მიზნით იყო და კვლავაც იქნება ნაკარნახევი.
ამდენად ბრალდება ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიის მიერ უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობაზე სრულიად უსაფუძვლოა.
4 სექტემბერი, 2009 წელი
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















