Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქი ტელევიზია ‘ერთსულოვნება’-ს ესტუმრა

06/07/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,  უწმინდესი და უნეტარესი ილია II  საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნება”-ს ესტუმრა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტელევიზიის შენობაში გახსნილი თანამედროვე საცავებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა დაათვალიერა და მის მუშაობას გაეცნო. პატრიარქის კურთხევით წიგნთსაცავი წმ. ნინოს სახელობის გახდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ბიბლიოთეკასთან არსებული ლიტერატურული კაფეც მოინახულა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მკითხველმა აქ მთელი დღე სიამოვნებით გაატაროს. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ბიბლიოთეკისა და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” თითოეული თანამშრომელი დალოცა და წარმატებები უსურვა. პატრიარქმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება წიგნზე და კითხვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ბიბლიოთეკა, რომელიც დღეიდან წმ. ნინოს სახელს ატარებს, საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების“ შენობაში მესამე სართულზე მდებარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ის უდიდეს სულიერ საგანძურს მოიცავს, 80 ათასი წიგნი 64 ენაზე, მათ შორის უნიკალური სასულიერო თუ სამეცნიერო ლიტერატურა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების პირადი ფონდები - ამ სივრცეში მოსული მკითხველისთვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიბლიოთეკას საჩუქრად უკრაინაში დაწერილი ანგელოზის ხატი აჩუქა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced