სიახლეები
2008–2009 წლებში ანტინარკოტიკული ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია
11/10/2009
განხორციელებული დამიმდინარე პროექტები:
ნარკომანიის პირველადი პრევენცია: "საქართველოს ახალგაზრდობა ჯანსაღი მომავლისათვის"
" ნარკომანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკონსულტაციო ტრენინგ-ცენტრი"
იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია: “შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის და საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო კონტინგენტის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია“ (OSGF)
იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია: „დევნილი მოსახლეობის ფსიქო–სოციალური დახმარება დასახლება წეროვანში“ (IOCC; ACT)
"ნარკომანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის
საკონსულტაციო ტრენინგ-ცენტრი"
10 საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერის დაარსება:
გორის ციხეზე ივერიის ღვთისმშობლის მცირე ტაძარი
რუისის ეკლესია
მთავარ ანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
საბურთალოს ამაღლების ტაძარი
სოლოლაკის ამაღლების ტაძარი
ანჩისხატის ეკლესია
ტვერელის ეკლესია
კარის ეკლესია
დემეტრე თავდადებულის ტაძარი
თ.ს.უ. წმინდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძარი
მიზანი: ნარკომომხმარებელთა და მათი თანადგომის ქსელის (ოჯახი, ახლობელი) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
ცხელი ხაზის ამოქმედება
ნარკომომხმარებელთა და მათი თანადგომის ქსელის (ოჯახი, ახლობელი) უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირების მიზნით (+995) (32) 309498
ჩატარებული ტრეინინგ-სემინარები:
საეკლესიო სარეაბილიტაციო კერების მოძღვრებთან და ფსიქოლოგებთან ჩატარებული ტრენინგ-სემინარების თემატიკა
ნარკომანიისა და შიდსის ფსიქოლოგიური, სოციალური და სამედიცინო ასპექტები
ნარკოდამოკიდებულ პირებთან ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო მუშაობის სპეციფიკა და თავისებურებები
ჟურნალისტებთან ჩატარებული ტრენინგების თემატიკა
მედია და ფსიქოლოგიური ზეგავლენა საზოგადოებაზე
ქართული საზოგადოება და ნარკომანია
მედია საშუალებების ნარკომანიის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილება
ნარკომანიის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ქართველი ნარკომანის ფსიქოტიპი
ნარკომანია და შიდსი PR–ისა და ეფექტური კომუნიკაციის ფსიქოლოგიური მექანიზმები
ანტინარკოტიკული ცენტრის ინიციატივით მომზადებული თემატური გადაცემები და საინფორმაციო ბეჭდვითი მასალა:
ტელე-გადაცემა (14)
რადიო-გადაცემა (7)
თემატური ვიდეო-რგოლი (13)
ანტინარკოტიკული ცენტრის საანონსო კლიპი (2)
დოკუმენტური ფილმი (1)
საინფორმაციო ბუკლეტი ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ (2)
სახელმძღვანელო - “ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები”
USAID-სა და IOCC-ს მხარდაჭერით, 2008-2009წწ. ნარკომანიის პრევენციული პროგრამა: “საქართველოს ახალგაზრდობა ჯანსაღი მომავლისათვის” განხორციელდა;
აღნიშნული პროექტის ფარგლებში: ცენტრის თანამშრომლების მიერ პირველად ქართულ ენაზე დაიწერა და გამოიცა წიგნი-სახელმძღვანელო: “ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები” ბავშვთა და მოზარდთა აღზრდის საკითხებით დაინტერესებულთათვის; წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საიტზე:
www.uznadzeinstitute.ge
შეიქმნა 13 საიმიჯო და ანიმაციური ანტინარკოტიკული ვიდეო რგოლი და 1 დოკუმენტური ფილმი, რომლებიც 2008 წელს საქართველოს ყველა ტელეარხზე გადიოდა;
ჩატარდა სამეცნიერო კვლევები პრევენციული პროგრამის ეფექტურობის შეფასების მიზნით.
ანტინარკოტიკული ცენტრის ბაზაზე შექმნილი ახალი სამსახური
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომის შემდგომ, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ანტინარკოტიკული ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა
საქართველოს საპატრიარქოსა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქო–სოციალური დახმარებისა და ტრენინგის სამსახური
PIP (Patriarchate and Institute of Psychology)
ორგანიზაციაში გაერთიანებულები არიან: ფსიქოლოგები, კონფლიქტოლოგები, სოციალური მუშაკები, ექიმები, მოძღვრები, პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან დღემდე ცენტრი მუშაობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ფსიქო-სოციალურ დახმარებაზე:
2008 წელს, ომის დასრულებისთანავე, ტელევიზიების მეშვეობით მოხალისე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების კონკურსი გამოცხადდა, მათი ტრენირებისა და მობილური ჯგუფების ჩამოყალიბების მიზნით. 300 მსურველიდან შეირჩა 70, რომელთაც კრიზისული ინტერვენციის სპეციალური კურსი ჩაუტარდა და 50 ყველაზე მაღალი შეფასების მქონეთაგან 7 მობილური ჯგუფი დაკომპლექტდა, რომელიც თავდაპირველად თბილისში (1680 ადამიანი), ხოლო შემდეგ კი – გორში, მიმდებარე სოფლებსა და საგურამოში (რაოდენობრივი მონაცემები იხილეთ შემდგომი პუნქტში) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს უწევდა დახმარებას (საქველმოქმედო აქტივობა);
2008 წ. ოქტომბერ-2009 წ. მარტში _ პროექტი "შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის და საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო კონტინგენტის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია" გორში, მიმდებარე სოფლებსა და საგურამოში (471 ბავშვისა და მათი მშობლების ფსიქო-სოციალური დახმარება, თემის 22 ლიდერის ტრენინგი, 7 თვითდახმარების ჯგუფის ორგანიზაება), ქუთაისში (100 ადამიანი) განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ზონიდან დაბრუნებული სამხედრო კონტინგენტის (4 სამხედრო ბატალიონი _ 150 ჯარისკაცი) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის დასრულების შემდგომ, 4 ყველაზე წარმატებული მოხალისე დასაქმდა (ავიყვანეთ სამსახურში).
2009 წლის 01.02.09-31.07.09 წეროვანის დასახლებაში მცხოვრები შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე მუშაობა მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობა განხორციელდა: მოზარდთა და ბავშვთა ჯგუფური ფსიქოთერაპია, მშობელთა და მასწავლებელთა ფსიქოლოგიური კონსულტაცია, საუბრები სასულიერო პირთან, სალექციო კურსი: “მოდით, ვისაუბროთ ბიბლიაზე”, ტრეინინგები აივ/შიდსი და ნარკომანიისა პრევენციის თემაზე, ინდივიდუალური და ჯგუფური სოციალური სამუშაო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები (გამოფენები, შეხვედრები პოპულარულ ადამიანებთან, კონცერტები, თვითშემოქმედებითი საღამოები). პროექტში მონაწილეობა 6000-მა ბენეფიციარმა მიიღო. (იხ.პროექტის პრეზენტაცია)
საქართველოს საპატრიარქოსა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქო-სოციალური დახმარებისა და ტრენინგის სამსახურის სამუშაო მიმართულებები:
ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება
ნარკომანიის პრევენცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული პრაქტიკული და სამეცნიერო მუშაობა
აქტუალური პრობლემების სოციო-ფსიქოლოგიური კვლევა
ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული მეთოდების შემუშავება
სახელმძღვანელოების, საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალის შექმნა-გამოცემა
მასმედიის წარმომადგენლებთან თემატურ რადიო და ტელე-გადაცემებზე მუშაობა.
ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კოოპერაცია პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
ტრეინინგის კურსები
ოჯახური, ეთნიკური და პიროვნაბათშორისი კონფლიქტების რეგულაცია
პრეზენტაციის, დისკუსიის და კონფლიქტის მართვის ბაზისური უნარები
სტრესის მენეჯმენტი
კრიზისის მართვა
ეფექტური კომუნიკაცია
გუნდური მუშაობა და ლიდერობა
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ეფექტური მართვის ფსიქოლოგიური უნარები
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის: პ. იაშვილის 22
დ.უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის I სართ.
ტელ: 98 91 12; 92 03 36; 890 555 890
ცხელი ხაზი: 30 94 98
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















