სიახლეები
24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დაწესდა
23/06/2012
24 ივნისი ახალგაზრდობის დღედ დაწესდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხვალ, წირვის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანნს" დალოცავს და "ახალგაზრდობის დღეს" ოფიციალურად აკურთხებს.
ამ მიზნით "დავითიანნის" წევრები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდები ხვალ, 10:00 საათიდან, სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეიკრიბებიან. შემდეგ სამების ტაძარში პატრიარქის წირვას დაესწრებიან.
ამასთან, 20:00 საათზე, "მთაწმინდის პარკში", ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ახალგაზრდულ ცენტრში აცხადებენ, რომ "ახალგაზრდობის დღედ" ივნისის ბოლო კვირა შეირჩა, როდესაც სასწავლებლებში სწავლა დასრულებულია. კვირის განმავლობაში "ახალგაზრდობის დღისადმი" მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა "ახალგაზრდობის დღის" დაწესების შესახებ გასულ კვირას, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















