Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

საპატრიარქო სექტანტების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ

23/06/2012

“უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე “ღმერთის სიტყვა – სულიწმინდა – განკურნება!”, რომელიც სასტუმრო “ამბასადორში” 23-24 ივნისს ტარდება. აღნიშნულ ღონისძიებასთან საპატრიარქოს არაფერი აქვს საერთო და მრევლს მოვუწოდებთ, ნუ შეცდებიან და იქ ნუ მივლენ. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. საპატრიარქოს პრესცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოსაწვევს ავრცელებს ე.წ. “ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა” სექტა” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისის ქუჩებში ასევე ვრცელდება პლაკატები, რომლის თანახმადაც, 23 ივნისს, მაჩაბლის ქუჩაზე “მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი” და “დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი” აწყობენ ღია კარის დღეს.

“აღნიშნული ცენტრი და ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced