სიახლეები
ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიიღო
23/06/2012
ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა მიიღო. შეხვედრას დაესწრო ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.
მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს.
აღნიშნული პოზიცია იქნა დაფიქსირებული საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდანაც 22 ივნისს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბატონი ანდრეა ბრუნო.
უნდა ითქვას, რომ ბატონი ბრუნო გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შესაძლებლობისამებრ დაუმახინჯებლად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს.
ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე.
ბატონმა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი აღნიშნულის გათვალისწინებით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















