Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

21/06/2012

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 20 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღინიშნა, რომ ეკლესიისათვის, ისევე როგორც სახელმწიფოსათვის, ამ ტაძრის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში.

საბჭომ ასევე კვლავ დააყენა საკითხი დასავლეთ მკლავში ბოლო დროს დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციების დაშლისა და ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მისი აღდგენის შესახებ. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის.

შემდგომი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას ახლო მომავალში მიეწოდება.

20 ივნისი, 2012 წელი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced