Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bagrati

საპატრიარქოს განცხადება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით

20/06/2012

საპატრიარქო საბჭომ ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციების დაშლის საკითხი კვლავ დააყენა.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა.

“საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის.

შემდგომი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას ახლო მომავალში მიეწოდება”, – აღნიშნულია განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ ტაძრის აღდგენა ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ შეხვედრაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელები მონაწილეობდნენ და შეხვედრა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ეკლესიისათვის, ისევე, როგორც სახელმწიფოსათვის, ამ ტაძრის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced