სიახლეები
პატრიარქმა პროექტის - 'ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული' მონაწილეები დალოცა
17/06/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტის - "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" მონაწილე მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დალოცა. უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ისურვა, რომ უფალმა ყველა ბავშვის გული სიყვარულით აავსოს.
"ძალიან კარგი პროექტია - "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული". ბავშვის გულმა იგრძნო, რომ სიყვარულის გარეშე ვერაფერი გამოგვივა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები და სიყვარულით აღავსოს მათი გულები", - ბრძანა უწმინდესმა.
ყოველკვირეული პროექტი – "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული", სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით რამდენიმე წელია ხორციელდება და მასში თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის უმცროსკლასელები მონაწილეობენ.
როგორც ჟურნალისტებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განუცხადა, პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები პატრიარქის კურთხევით ქმნიან ნახატებს, თემაზე "ჩემი იდეალი".
"ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება პატრიარქის ფონდის ოფისში და ეწყობა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების ნახატებს სიმბოლურ ფასად ყიდულობენ მათი მშობლები, პედაგოგები, მიწვეული სტუმრები. შედეგად, პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიღებთ საქველმოქმედო აქციას, რომელშიც ჩართულია საზოგადოების სამი მნიშვნელოვანი რგოლი - ოჯახი, სკოლა და ეკლესია. შემოსული თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს ხმარდება. თუმცა, პროექტის მატერიალურ მნიშვნელობაზე მეტად ღირებულია პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ბავშვებს თანატოლების მიმართ უჩნდებათ", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ. მისივე განმარტებით, პროექტი გრძელდება და ახალი სასწავლო წლიდან განახლდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ყველა სკოლას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა. 2011-2012 წელს პროექტში მონაწილეობა თბილისის 16-მა საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















