Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bagrati

ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები

13/06/2012

როგორ მიმდინარეობს ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, ხორციელდება თუ არა რესტავრაცია საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შეთანხმებული პროექტის მიხედვით და რა თანამედროვე ელემენტები იქნება ჩართული X-XI - საუკუნების ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში.

მიმდინარე სამუაშოების დეტალურად გასაცნობად ბაგრატის ტაძარში საქართველოს საპატრიარქოს, ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე აბმა ალავარდელი მიტროპოლიტი დავითი, ხუროთმოძღვრების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ჩავიდა.

მღვდელმთავარმა ღვისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სარესტავარაციო სამუშაოები დეტალურად დაათვალიერა და როგორც თავად აღნიშნა ეკლესიის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში სარესტავრაციო პროცესი საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვირდეობის დაცვის ეროვულ სააგენთოსთან შეთანხმებული პროექტის პროექტის მიხედვით ხორციელდება.

განსხვავებულია და რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის წლების განმავლობაში შესწავლილ და შედგენილ პროექტს არ ემთხვევა ბაგრატის არქიტექტურის დასავლეთი ნაწილი, რომელშიც რკინის დიდი ზომის კოლონებთან ერთად, მისი მინით შემოსვა მოხდება. ორ სართულს კი ერთმანეთთან ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარე კიბე და სავარაუდოდ ლიფტიც დააკავშირებს. როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, ტაძრის რეკონსტრუქციაში თანამედროვე ელემენტების ჩართვის იდეისა და პროექტის ავტორი, კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული იტალიელი არქიტექტორი გალხავთ.

როგორი იქნება ტაძრის დასრულებული სახე და რა პროექტის მიხედვით ხორციელდება დასავლეთ ნაწილში მიმდინარე სამუშაოები ეს, საპატრიქროს ხუორთმოძღვრების საბჭოს წევრების თქმით, მათთან არავის შეუთანხმებია, რაც მათივე განცახდებით იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საპატრიქროს, როგორც მესაკუთრის უფლებების უხეშ დარღვევასთან ერთად სამეცნიერო საბჭოს იგნორირებაც ხდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced