სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
04/06/2012
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას მოგილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სულიწმიდის მოვლენას ქვეყანასა, წმიდათა მოციქულთა ზედა და ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა ზედა.
დღეს არის უდიდესი დღსასწაული მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ წმიდა სამება იცავს და იფარავს საქრთველოს, ჩვენს ეკლესიას, ხალხს. ძალიან ხშირად ვფიქრობთ, თუ რით დავიმსახურეთ ეს მადლი და წყალობა უფლისა. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ღვთის საჩუქარი. ჩვენ არაფრით არ ვიმსახურებთ ამას.
მე გადავწყვიტე, რომ დღევანდელი დღე, რომელიც არის წმიდა სამების დღესასწაული, იყოს მთელი საქართველოსთვის მადლიერების დღეც. ჩვენ მუდამ მადლობა უნდა შევწიროთ წმიდა სამებას მისი დიდი წყალობისათვის. მადლიერების დღე ის დღეა, როცა ჩვენმა ერმა მადლობა უნდა უთხრას უფალს და უფალი უფრო მეტ წყალობას მოიღებს ჩვენზე. დაიწერება ბრძანება, რომ სულიწმინდის მოფენის დღე, რომელიც არის წმიდა სამების დღესასწაული, გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის მადლიერების დღედ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
შეისმინოს უფალმა ვედრება ჩვენი და მოიღოს მოწყალება თვისი და მოგვმადლოს მადლი სულისა წმიდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.
ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ხვალინდელი დღე არის წმიდა სამების. არა, დღეს არის წმიდა სამების, ხვალ კი სულიწმიდის დღე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ სულიწმინდის ტაძრი არ იყო საქრთველოში. ეს პირველი ტაძარია, სადაც ნათლობა ხდება. მე მინდა დავლოცო მისი აღმშენებელი ქალბატონი მანანა შარაშიძე. ღმერთმა დიდი მადლი მისცეს მას, რომ კიდევ ბევრი სიკეთე აღასრულოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სულთმოფენობა
03.06.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















