Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქმა სულთმოფენობის დღე მადლიერების დღედ გამოაცხადა

03/06/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი დღე მადლიერების დღედ გამოაცხადა. როგორც პატრიარქმა საკვირაო წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებაში ბრძანა, დღევანდელი დღე, რომელიც სულიწმინდის მოფენის გარდა წმინდა სამების დღესასწაულია , მთელი საქართველოსთვის მადლიერების დღე უნდა იყოს, რათა ქართველმა ერმა მადლობა შესწიროს წმინდა სამებას მისი დიდი წყალობისთვის.

"მადლიერების დღე ის დღეა, როცა ჩვენი ერი მადლობას ეტყვის უფალს და უფალი მეტ წყალობას მოიღებს ჩვენზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმინდის მოფენის დღეს, რომელიც არის ასევე წმინდა სამების დღესასწაული, იყოს ჩვენი ერისა და ქვეყნის მადლიერების დღე უფლის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული მსოფლიოში. ილია მეორემ მადლობა გადაუხადა უფალს და წმინდა სამებას იმისთვის, რომ იგი იფარავს ქრთულ ეკლესიას და ქართველ ხალხს. "ხშირად ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ეს მადლი და წყალობა უფლისა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის მადლი სულისა წმიდისა, ღვთის საჩუქარი და წყალობა", - აღნიშნა უწმინდესმა.

დღესვე პატრიარქისგან საჩუქრად სიგელები გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის მონაწილეებს. კონკურსი ქართულ ისტორიულ დიასპორებს შორის ჩატარდა და მისი სახელწოდება იყო "გურჯები, ფერეიდნელები, ლაზები და ინგილოები". კონკურსში გამოვლინდა 5 გამარჯვებული, რომლებსაც დღეს პატრიარქმა სიგელები გადასცა. ხვალ კი მათ უნივერსიტეტში ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced