სიახლეები
ილია მეორე - ‘ადამიანი უძლურია, მაგრამ მაინც რჩება ხატად უფლისა’
01/06/2012
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა, რომლის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ წმინდა ნინომ ძალიან ახალგაზრდამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო საქართველოში, სადაც უფლის კვართი იყო და ეს ღვთის განგებით მოხდა. უწმინდესმა ბრძანა, რომ წმინდა ნინომ სასწაულებრივად მოაქცია საქართველო.
შემდეგ პატრიარქმა ადამიანის უძლურებაზე ისაუბრა. "არ მეგულება ისეთი ახალგაზრდა, რომელიც წავა შორეულ ქვეყანაში საქადაგოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუძლურდა კაცობრიობა, ადამიანი. ახალგაზრდები გატაცებულნი არიან გართობით", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანი უძლურია, მაგრამ მაინც რჩება ხატად უფლისა.
უწმინდესმა ასევე სულთმოფენობის დღესასწაულზე იქადაგა. უწმინდესმა ბრძანა, რომ კვირას სამებობაა, სამების ტაძრის დღესასწაული. ამ დღეს ტაძრის ეზოში მრევლისთვის სუფრა გაიშლება.
ტაძარში დაბრძანებული იყო წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა წმინდა ნინოს საქართველოში საქადაგებლად. წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი მსახურების დასრულების შემდეგ სიონის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















