Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ევროპიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მოილოცა

31/05/2012

ევროპიდან დაბრუნებული პატრიარქი აეროპორტიდან ტრადიციულად პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ კი შეკრებილ მრევლს მიმართა.

უწმინდესმა თავდაპირველად პარიზში ფონდ "იავნანას" ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონცრტს, სადაც წმინდა საგალობლებიც შესრულდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული უამრავი ქართველი დაესწრო.

პატრიარქის თქმით, მან მშვიდობით მოიარა ევროპის ქვეყნები და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა და არც ერთი კონტინენტი არ არის ისეთი ტკბილი, როგორიც საქართველო და ამისთვის უფალს მადლობა უნდა შევწიროთ. ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა ასევე მოახლოებულ წმინდა ნინოს დღესასწაულზე და აღნიშნა, რომ დღესასწაულის წინა საღამოს, 31 მაისს ლოცვა გაიმართება სიონის ტაძარში, ხოლო 1 ივნისს საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოში შვედეთიდან დაბრუნდა, სადაც მან პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტარა, მანამდე კი 14 მაისიდან ის საფრანგეთში იმყოფებოდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced