სიახლეები
VII საერთაშორისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე'
28/05/2012
VII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა დაუნეტარესის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს მიეძღვნა.
ფესტივალის თბილისური საღამოები გაიმართა 2012 წლის 18-22 აპრილს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა -ინსტრუმენტული დუეტი (გიორგი ვაჩნაძე - ფორტეპიანო, სურენ ბაგრატუნი - ვიოლონჩელო); საფორტეპიანო მუსიკა (ალიოშა იურინიჩი); ვოკალური მუსიკის საღამო, რომელიც ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა; კამერული მუსიკის საღამო (თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ”სინფონიეტა”, სოლისტები სურენ ბაგრატუნი - ვიოლონჩელო, ნინო დავითაშვილი - ვიოლინო).
ფესტივალის თბილისური ნაწილის დასკვნით კონცერტში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, სოლისტები - გიორგი ვაჩნაძე (ფორტეპიანო), ნანა ქავთარაშვილი-მირიანი (სოპრანო), სულხან გველესიანი (ბარიტონი). საღამოს დასასრულს შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ერთერთი ბოლო ნაწარმოები – “AGNUS DEI” სოლისტების (სოპრანო, ბანი), გუნდისა და ორკესტრისთვის. არანჟირებისა და ორკესტრობის ავტორია ზვიად ბოლქვაძე.
კონცერტს დაესწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
24 აპრილს საფესტივალო კონცერტი ჩატარდა სტეფანწმინდაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ნანა ქავთარაშვილი-მირიანი (სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), მამუკა მანჯგალაძე (ტენორი), ვიქტორია ჩაპლინსკაია (ფორტეპიანო) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ”გორდელა”.
8 მაისს კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა მარტვილში, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში. მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი - მარიანო რივასი (ესპანეთი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ფილიპე ღაჭავა (ტენორი), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი). მათ მიერ შესრულდა ცნობილი არიები ჯუზეპე ვედისა და დიმიტრი არაყიშვილის ოპერებიდან, ასევე პოპულარული ევროპული სიმღერები და მუსიკა კინოფილმებიდან ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით.
22 მაისს საფესტივალო საღამო ჩატარდა ქუთაისში ბალანჩივაძეების ოპერის სახელმწიფო თეატრში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ: ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კორსანტია (ფორტეპიანო), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), დავით შამანაური (საყვირი), ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო), ნინო დავითაშვილი (ვიოლინო), სალომე ჩიტაია და ნინო ბარქაია (ფორტეპიანო), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ”სინფონიეტა”. შესრულდა დიმიტრი შოსტაკოვიჩის, იოსებ ბარდანაშვილისა და ოთარ ტატიშვილის ნაწარმოებები.
VII ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, სადაც შედგა ცნობილი კომპოზიტორის იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამო. მასში ადგილობრივ მუსიკალურ კოლექტივებთან ერთად (აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, მთავარი დირიჟორი - დავით მუქერია; კაპელა, ხელმძღვანელი ქეთევან მანელიშვილი; ქალთა კამერული გუნდი, ხელმძღვანელები ზაირა და გელა ვადაჭკორიები) მონაწილეობას იღებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ედიშერ სავიცკი, ლევან ცხადაძე, ასევე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ”სინფონიეტა” და უნიკალური ხმის მქონე მომღერალი ისრაელიდან იანივ დ’ორი (კონტრატენორი).
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















