პროექტები

ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
11/04/2011
პროექტი “ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან”, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision"-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების - მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლების, სასულიერო პირების რეგულარულ შეხვედრებს ახალგარზდობასთან, მათთვის საინტერესო თემებზე და პრობლემებზე საუბრებისა და დისკუსიების გამართვას, ქართული და მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებით, ისტორიული ნარკვევებითა და სხვადასხვა ნაწარმოებით მათ დაინტერესებას.
შეხვედრები ეწყობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ოფისში, სადაც იქმნება ყველა პირობა ახალგაზრდა აუდიტორიის აქტივობის ამაღლებისთვის. პერიოდულობა განისაზღვრება აუდიტორიის მოთხოვნილების შესაბამისად.
ცნობილი ადამიანები ისაუბრებენ თავის ცხოვრებაზე, მიღწეულ წარმატებებზე და იმ სირთულეებზე, რისი დაძლევაც, ჩვეულებრივ, ცხოვრების მანძილზე უხდებათ.
ასეთი შეხვედრები ეწყობა შემოქმედებით ახალგაზრდობასთანაც, რომლებსაც, მათი წარმატების მიუხედავად საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
ახალგაზრდა აუდიტორიას საუბრების პროცესში შესაძლებლობა მიეცემა ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებითა და სათანადო განმარტებებით უფრო ახლოს გაეცნოს ასეთი ადამიანების შემოქმედებას, ჩაერთონ დისკუსიაში და პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
პროექტში მსმენელების მონაწილეობა შეუზღუდავია.
სხვა პროექტები
-
07/10/2015
მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
-
05/10/2015
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
-
23/04/2015
მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
-
19/09/2013
კონსტიტუციური შეთანხმება
-
26/06/2013
ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია