Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


Students

ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია

26/06/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდებისათვის 2012 წელს “ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” დაარსა, რომელის ფარგლებშიც 2012-2013 სასწავლო წელს  განხორციელდა პროექტი - ”ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა”.

სალექციო ციკლი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

ქრისტიანული ფსიქოლოგია;

არქეოლოგია და ისტორია;

ძველი და ახალი აღთქმა;

ქრისტიანული ხელოვნება და სიმბოლიკა;

ტრადიციული რელიგიები;

პროფესიული ურთიერთობები.

ლექციებს უძღვებოდნენ ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები.

ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენდა 6 თვეს (ნოემბერი, დეკემბერი, თებერვალი, მარტი აპრილი, მაისი).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი გაიარა 18-დან 25 წლამდე ასაკის 80  ახალგაზრდამ. სტუდიაში სწავლა უფასოა.

პროექტის ფარგლებში, სპეციალურად  მსმენელთათვის, გამოიცა  წიგნი ,,ახალგაზრდების სულიერი განვითარების ზოგიერთი მხარე'',რომელიც სრულად მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს.

პროექტი განხორციელდა საერთაშორიოსო  ორგანიზაცია “World Vision საქართველოს“ მხარდაჭერით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced