Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


2311

17 საუკუნეა სვეტიცხოველი ქრისტიანული საქართველოს ისტორიის უტყვი მემატიანეა

14/10/2010

წმინდა ჭალაში, იქ სადაც მტკვარი და არაგვი ერთმანეთს ერთვის, უკვე ათასი წელია დგას და მთელი თავისი სიდიადით ასხივებს პირველ სატახტო ქალაქს. 1700 წელია, რაც ეს ადგილი წმინდა ადგილად შეირაცხა ჩვენი წინაპრების მიერ და სვეტიცხოველად წოდებული პირველი ეკლესია აიგო. 17 საუკუნეა სვეტიცხოველი ქრისტიანული საქართველოს ისტორიის უტყვი მემატიანეა, ალბათ იმიტომაც, რომ მისი ისტორიაც საქართველოს სრული ისტორიის ასახვაა. ხის პატარა ეკლესიიდან ქვაში გამოკვეთილ დიდ საპატრიარქო ტაძრამდე სვეტიცხოველმაც ისეთივე ძნელი და ტკივილიანი გზა გაიარა, როგორც ქართველმა ერმა. აბულ-ყასიმის შემოსევისას პირველად შეურაცხყვეს ტაძარი და აქლემთა თავლად აქციეს. საქართველოს ისტორიაში მძიმე პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, თუმცა როგორც კი ამის დრო მოვიდა, კათოლიკოს მელქისედეკის ბრძანებით გორგასალის მიერ აგებული ეკლესიის ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, ყველაზე მეტად სვეტიცხოველი თემურ-ლენგის შემოსევისას დაზიანდა. ტაძარი გაძარცვეს, ბოლოს კი სრულად დანგრევის მიზნით ბურჯებიც მოანგრიეს, თუმცა ტაძარს მხოლოდ გუმბათი ჩამოენგრა.. სტენდაფი? თემურ-ლენგის მიერ დანგრეული ფასადის ნაწილი, ბურჯები და გუმბათის ყელი სწორედ ალექსანდრე პირველის მეფობის დროს აღადგინეს. სვეტიცხოველმა სწორედ მაშინ განიცადა პირველი არქიტექტურული სახეცვლილება. სვეტიცხოვლის ადრინდელი ფრესკები თითქმის არ შემორჩა. ძველი ფრესკების ნაწილი ჟამთა სიავემ დააზიანა. მეცხრამეტე საუკუნეში კი იმდროინდელი რუსი ეგზარხოსის ბაჟენოვის ბრძანებით ფრესკები კირის რამდენიმე ფენით გადაუფარავთ. კირის ფენა მხოლოდ მეოცე საუკუნის სამოციან წლებში მოხსნეს. სვეტიცხოვლის კედლები მრავალ საიდუმლოსაც ინახავს. აქ ინახება სიწმინდე, რომელიც ელიას ხალიმის სახელითაა ცნობილი. ტაძარის გუმბათის ქვემოთ დღესაც არსებობს ოთახები და საცავები, სადაც მტრების შემოსევებისას წიგნებსა და ძვირფას ნივთებს ინახავდნენ. აქვეა ჭაც, რომელსაც ხალხის დარწყულების გარდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა. აქაა ემბაზიც, რომელშიც გადმოცემით პირველქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მონათლულა. ყველაზე მთავარი სიწმინდე, რომელმაც უკვდავყო ტაძრის სახელი და მნიშვნელობა, ტაძრის შუაგულშია დასვენებული. ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელის ერთადერთი მიმანიშნებელი თაღოვანი ნაგებობა კი 17 საუკუნეში დაუშენებიათ. სვეტიცხოველი ქვათა სიჭრელით, პოლიქრომიით გამოირჩევა. ამ ფერადოვნებამ შთააგონა ქართველ მწერალს შემდეგი სიტყვებით შეემკო იგი: “დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მრუმე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა” კედლებზე ჩუქურთმები და რელიეფურ-სკულპტურული გამოსახულებებია ამოკვეთილი. ყველა მათგანს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს კედლები, რომლებსაც მრავალი დარტყმა მიუღია, მაინც ზეცისკენ აღმართულა და სწორედ ამიტომაც იქცა არამარტო ქრისტიანობის, არამედ საქართველოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხელობის სიმბოლოდ

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced