Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


67867

რენო თურქია

09/09/2008

ბიოგრაფია

სახელოვანი ქართველი მხატვარი რენო თურქია 1926 წლის 11 აგვისტოს, ქ. სოხუმში დაიბადა.
1934 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #1 საშუალო სკოლა.
1941 წელს, ნორჩ მხატვართა რესპუბლიკურ გამოფენაზე, ახალგაზრდა მხატვრმა საზოგადოების წინაშე პირველად წარადგინა საკუთარი ნამუშევრები და სერიოზულ წარმატებას მიაღწია.
1956 წ. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
აკადემიაში სწავლის პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
1956 წლიდან რენო თურქია მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1959 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
გარდაიცვალა 1979 წლის14 იანვარს.
დაკრძალულია საბურთალოს ქართული ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა პანთეონში.


,,ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, წინ წამოვწიო ყველაფერში დანახული მშვენიერება...
. . . საღებავებში, ამ საოცარ შენაერთებში დიდი გამომსახველობითი ძალა იმალება. . . მაგრამ რა მშვენიერი და ძლიერიც არ უნდა იყოს ფერი, ის კარგავს ყოველგვარ აზრს, თუ კი სიმახინჯეს ემსახურება, ან არაფრის მთქმელია და უბრალოდ, სურათის ფორმალურ ნაწილს წარმოადგენს.”
რენო თურქია …


რენო თურქიას უზომოდ უყვარდა სიცოცხლე, ხარობდა ყოველი დღის გათენებით, მზის ამობრწყინებით. გარესამყაროდან მიღებული შთაბეჭდილებები ტილოზე ვირტუოზულად გადაჰქონდა, სულს შთაბერავდა, თითოეულ მოვლენას შესაბამის გამომსახველობით ხერხს, ნიუანსს უძებნიდა, შეეძლო ერთი ჩვეულებრივი ფაქტით მთელი სამყარო განეცადა და სხვისთვისაც განეცდევინებინა - იყო ეს ბუნების ჭირვეულობა, წვიმა თუ ქარი, მოღრუბლული ცა, თუ მისი ერთი პაწია, გაცისკროვნებული მონაკვეთი, სოფლისა და ქალაქის პეიზაჟი თუ ახლობელი ადამიანის, ან თუნდაც, სრულიად უცნობის პორტრეტი – ყველაფერი, რასაც მხატვარი უდიდესი სიყვარულით ქმნიდა და საკუთარი სულის ნაწილს ასე უშურველად უწილადებდა.
ქეთევან ტომარაძე

,,რენომ თავისი ხანმოკლე სიცოცხლით საყოველთაო სიყვარული მოიპოვა იმ ადამიანთა გულებში, ვისთვისაც შემოქმედება პიროვნებისაგან განუყოფელი ცნებაა. იგი მაღალი ზნეობის კაცი დაიბადა იყო: ტაქტიანი, თავშეკავებული, კეთილად ზრდილი და თავაზიანი”.
ელგუჯა ამაშუკელი

,,ჩვენ ყველანი ბავშვური კალმისა თუ ყალმის მცდელები ვიყავით მაშინ, ჩვენსავით ყმაწვილი რენო თურქია კი უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი გახლდათ. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ნიჭიერების ღვთიურ აკადემიას”.
რეზო თაბუკაშვილი

,,რენო არასოდეს იღებდა უბრალო მოტივს. მუდამ უჩვეულოს ეტანებოდა. თითქოს ამით სურდა, რაღაც საიდუმლო ემცნო ჩვენთვის . . .”
მერაბ ბერძენიშვილი

,, რენოს სურათებს ჩვენი ცნობიერება პარალელურ სამყაროებში გადაყავს, გვიჩვენებს რა ყოფიერებას მთელი თავისი დიდებულებითა და მშვენიერებით. ვივალდის, ჩაიკოვსკისა და სხვა გენიოსების შემოქმედების მსგავსად, ისინიც სნეულებათა განკურნვის უნარით არიან აღჭურვილნი . . .
მადლობა ქართველ ხალხს, რომ მან მსოფლიოს ასეთი შვილი აჩუქა.”
ვიოლეტა ჩუმაჩენკო

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced