Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


88678

დემოგრაფია

30/06/2008

საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების მიზნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით 2007 წლის ოქტომბერში პატრიარქის საერთაშორისო ფონდს დაევალა შეეკრიბა დემოგრაფიის პრობლემატიკით პროფესიონალურად დაინტერესებული მეცნიერები და შეეთავაზებინა მათთვის საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის გზების ერთიანი, შეძლებისდაგვარად სრული და ამომწურავი ხედვის შემუშავება. ამ მიზნით, ფონდმა მიმართა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტს, დემოგრაფთა საზოგადოებას და კულტურალური კვლევების ცენტრს.
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანდნენ დასახელებულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და წამყვანი მეცნიერები. პირველივე სხდომებიზე მოხდა აღიარება იმისა, რომ დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და პროპაგანდისტული მეთოდების დაბალანსებული გამოყენებით მიიღწევა.
დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტისა და დემოგრაფთა საზოგადოების წამყვანი მეცნიერების რამდენიმეთვიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა კონცეფცია "ქართველთა გამრავლებისა და მრავალრიცხოვანი საქართველოსათვის" (დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია), რომელიც შესაძლებლობას იძლევა როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოების კომპეტენტურმა ჯგუფებმა ნათლად წარმოიდგინონ საკუთარი ფუნქციები, მოვალეობები და შესაძლებლობები, რათა ქვეყანაში წარიმართოს წარმატებული სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკა.
აღნიშნული კონცეფცია უახლოეს მომავალში გასაცნობად და განსახორციელებლად გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას.

* * *
კულტურალური კვლევების ცენტრის მიერ შეიქმნა დემოგრაფიული პოლიტიკის პროპაგანდისტული მოდელი (პროექტი):
"დემოგრაფიული ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები _ კვლევა დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანი პროპაგანდისთვის"
პროექტის იდეა ემყარება რამოდენიმე დებულებას:

ა) დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, პირველ რიგში, მიმართული უნდა იქნეს დემოგრაფიული ქცევის განწყობის ფორმირებისკენ;


ბ) ოჯახის/ინდივიდის დონეზე უნდა მოხდეს სასურველ ბავშვთა რაოდენობის გაზრდის სტიმულირება;


გ) კვლევის პრიორიტეტი არის ლოკალური (ქართული) სოციოკულტურული კონტექსტის გაგება/გააზრება;

დ) აუცილებელია უარსებითესი კულტურულ-მენტალური საბაზისო განწყობებისა და ორიენტაციების გამოკვლევა/შესწავლა;

ამ კვლევის შედეგები უნდა გახდეს ზოგადად დემოგრაფიული პოლიტიკის, კერძოდ კი, შესაბამისი პროპაგანდისტული მოდელის ბაზისი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდება დემოგრაფიული ქცევის გააქტიურება.
პროექტის იდეა კულტურალური კვლევების ცენტრის თანამშრომლებმა გააცნეს პატრიარქის ფონდის საბჭოს წევრს, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს, რომელმაც მოიწონა პროექტის ძირითადი დებულებები.
პროექტის მეთოდოლოგიურ გამართულობას და მიზნებთან შესაბამისობას
ადასტურებს ცნობილი ქართველი მეცნიერების: დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მარინა ბალიაშვილისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით ჩარკვიანის დადებითი რეკომენდაციები.
პროექტი - "დემოგრაფიული ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები _ კვლევა დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანი პროპაგანდისთვის", 2008 წლის 5 მარტის სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობით განიხილა პატრიარქის ფონდის საბჭომ და ერთხმად დაამტკიცა.
პროექტის დაწყება იგეგმება 2008 წლის აგვისტოდან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced