Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


3456735673

ნავთობისა და გაზის მომპოვებელი დარგის განვითარება

30/06/2008

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს 2006 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეროვნული სახელმწიფო პროგრამის პროექტის – ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარება კომპიუტერული სისტემური მოდელირებისა და მონიტორინგის, აგრეთვე, სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე” მომზადების შესახებ. პროგრამის პროექტის მოსამზადებლად შეიქმნა ნავთობისა და გაზის დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

• კომიისიის თავმჯდომარე - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, გეოლოგო-მინერალოგიის დოქტორი, პროფესორი ზურაბ მგელაძე;
• ექსპერტ-კოორდინატორი - სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, გეოლოგ-მენავთობე იური ბახტაძე;
• ექსპერტი – ინჟინერ-გეოლოგი ვლადიმერ ლალიევი;
• რეფერენტი – გეოლოგიური ობიექტების კომპიუტერული მოდელირების სპეციალისტი მარინა ფაილოძე.

დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2007 წლის 7 მარტიდან.
პროგრამა ითვალისწინებს:

• დარგის განვითარებისათვის აუცილებელი თანამედროვე გეოლოგიური და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას;

• დარგის მართვისათვის აუცილებელ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ბაზის შექმნას;
• ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მომგებიანობის დასაბუთებას.

კომისიის მიერ გაწეული იქნა დიდი მოცულობის სამეცნიერო მუშაობა, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ორი სამუშაო სამეცნიერო კონფერენცია, რომლშიც მონაწილეობა მიიღეს დარგის წამყვანმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლებმა: 

• ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო”
• ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
• ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”
• ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო”
• ,,კანარგო ენერჯი კორპორეიშენი”
• შპს ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”
• შპს ,, იორის ველი”

კონფერენციის მონაწილეებმა კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამა შეაფასეს, როგორც მაღალპროფესინალური, კომპენტენტური და აქტუალური ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.
კონფერენციის მონაწილეებმა დიდი მადლიერება გამოხატეს სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქისა და მისი ფონდის მიმართ.
პროგრამის საბოლოო ვარიანტი სახელმწიფოსათვის გადასაცემად მზად იქნება ივლისის შუა რიცხვებისათვის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced