Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

პროექტები


35673567

III საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"

30/06/2008

2006 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, აკაკი რამიშვილის ფონდ – «ტრადიცია და ინოვაციასთან» ერთად დააფუძნა საერთაშორისო ფესტივალი «აღდგომიდან ამაღლებამდე», რომელიც 2006-2007 წლებში დიდი წარმატებით ჩატარდა და საქართველოში უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

III საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 75 წლის იუბილეს ეძღვნება, თბილისში ჩატარდება 1-6 მაისს. შემდეგ, კი ამაღლების დღესასწაულამდე, ტრადიციისამებრ გაიმართება 2 გასვლითი კონცერტი საქართველოს რეგიონებში.
წელს, კონცერტების ჩატარება დაგეგმილია გურჯაანში (18 მაისი) და მესტიის რ-ნის სოფ. ლატალიში (3 ივნისი).

III ფესტივალის კონსულტანტია ქ-ნი ლიანა ისაკაძე.

ფესტივალის პროგრამა ძირითადად კლასიკურ მუსიკას ეფუძნება. მონაწილეებად მოწვეულნი არიან ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლებიც, რომლებსაც საზრვარგარეთ უკვე საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვთ. ესენია: გიორგი ბაბუაძე (იაპონია), ნანა ქავთარაშვილი (იტალია), ედიშერ სავიცკი (აშშ), ქეთევან ქემოკლიძე (იტალია), ნინო მელიქიშვილი (საფრანგეთი), გიორგი ხარაძე (საფრანგეთი), ირაკლი ცხადაია (გერმანია), ზაზა ფურცელაზე (საფრანგეთი), ხატია ბუნიათიშვილი (ავსტრია).


III საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”

ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს

კონსულტანტი – ლიანა ისაკაძე

პ რ ო გ რ ა მ ა

თბილისი
1-6 მაისი, 2008 წ

1 მაისი – რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი – დასაწყისი – 19სთ.
“ბავშვების ხელოვნება”
მონაწილეობენ: თბილისის I და II ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის,
თბილისის #21, ქუთაისის #1 სამუსიკო სკოლების მოსწავლეები;
ფოლკლორული ანსამბლები: "რუსთავი", "ლაშარელა", “ნაბადი”
რეჟისორი – ხათუნა ბედელაძე
კონსულტანტი - ფრიდონ სულაბერიძე

2 მაისი – ეროვნული მუსიკალური ცენტრი - დასაწყისი 19 სთ.
სოლისტები: ხატია ბუნიათიშვილი - ფორტეპიანო
თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო
ირაკლი ცხადაია - ვიოლინო
გიორგი ხარაძე - ჩელო
ევ. მიქელაძის სახ ეროვნ. სიმფ. ორკესტრი
დირიჟორი – ნიკა მემანიშვილი
პროგრამაშია: ბეთჰოვენი – კონცერტი ვიოლინოს, ჩელოს, ფორტეპიანოსა და
სიმფონიური ორკესტრისთვის
ბრამსი - კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები

4 მაისი – რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი – დასაწყისი 19 სთ.
ვოკალური მუსიკის საღამო
ნანა ქავთარაშვილი – სოპრანო
ქეთევან ქემოკლიძე - მეცო სოპრანო
თემურ გუგუშვილი – ტენორი
სულხან გველესიანი - ბარიტონი
კონცერტმაისტერები: ვიქტორია ჩაპლინსკაია
ხათუნა ლოლაძე
პროგრამაშია: ბახის, დონიცეტის, ვერდის, გუნოს, ლეონკოვალოს, პუჩინის,
არაყიშვილის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, ლაღიძის
ნაწარმოებები

5 მაისი – კონსერვატორიის დიდი დარბაზი - დასაწყისი 19 სთ.
საფორტეპიანო მუსიკის საღამო
ედიშერ სავიცკის კონცერტი
პროგრამაშია: მოცარტის, ფრანკის, პროკოფიევისა და სკრიაბინის ნაწარმოებები

6 მაისი კონსერვატორიის დიდი დარბაზი - დასაწყისი 19 სთ.
ქართველ მევიოლინეთა გალა-კონცერტი
ეძღვნება პროფ. ლეო შიუკაშვილის დაბადების 100 წლისთავს
მონაწილეობენ: ლიანა ისაკაძე, კონსტანტინე ვარდელი, გიორგი ბაბუაძე,
ნინო მელიქიშვილი, ზაზა ფურცელაძე
კონცერტმაისტერები: ნათელა ბუცხრიკიძე, თამარ ლიჩელი, ია კენკებაშვილი
ევ. მიქელაძის სახ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი – ლიანა ისაკაძე
პროგრამაშია: ვივალდის, ბახის, ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, შოსონის, ვიეტანის, ბლოხის,
დინიკუს, ლობოდას ნაწარმოებები

18 მაისი – გურჯაანი;
3 ივნისი – მესტიის რაიონის სოფ. ლატალი;

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced