პროექტები

IX საერთაშორისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე'
19/01/2011
ფესტივალი დაარსდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. დამფუძნებლები არიან სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და “აკაკი რამიშვილის ფონდი – ტრადიცია და ინოვაცია”.
ფესტივალი, რომელსაც იმთავითვე პარტნიორობას უწევენ ქ. თბილისის მერია და სს “თელასი”, ყოველწლიურია. მისი მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული და კლასიკური ხელოვნებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელო¬ვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია სამშობლოში და ცნობილი უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენა საქართველოში.
ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში და გრძელდება ამაღლების დღესასწაულამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
2006-2010 წლებში ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწიეს გამოჩენილმა მუსიკოსებმა: მარინე იაშვილმა, ლიანა ისაკაძემ, ბიძინა კვერნაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა; ასევე ახალგაზრდა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა მემანიშვილმა.
2011 წლიდან ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხემძღვანელია მსაფლიოში აღიარებული პიანისტი ალქსანდრე კორსანტია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა.
2013 წელს ფესტივალის ინიციატივით მომზადდა და გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სამუსიკო ნაწარმოებების კრებული, რომელიც მისი უწმინდესობის დაბადების 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლისთავს მიეძღვნა.
პ რ ო გ რ ა მ ა
თბილისი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი
25 აპრილი – სიმფონიური მუსიკის საღამო
საქართველოს სახ. სიმფონიური ორკესტრი
სოლისტი და დირიჟორი – ილია კონოვალოვი, ვიოლინო
პროგრამა: ბეთჰოვენი, მენდელონი
* * * * * * *
27 აპრილი – მერი დავითაშვილის ხსოვნის საღამო
ეძღვნება კომპოზიტორის დაბადების 90 წლისთავს
მონაწილეობენ:
სალომე ჯიქია – სოპრანო
გივი დოლიძე - ტენორი
ვიქტორია ჩაპლინსკაია – ფორტეპიანო
ნათია ბერაია - ფორტეპიანო
გიორგი შავერზაშვილი - ფორტეპიანო
შორენა ცინცაბაძე – ფორტეპიანო
გიორგი თაგაური – ვიოლინო
ქალთა ანსამბლი “ბედიანი”
საქართველოს სახ. სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი
პროგრამა: მერი დავითაშვილის შემოქმედება,
გიორგი შავერზაშვილი - “მიძღვნა”
* * * * * * *
8,9,10 მაისი – კამერული მუსიკის საღამო
იზაბელ ფაუსტი – ვიოლინო (გერმანია)
ალექსანდრე მელნიკოვი – ფორტეპიანო (რუსეთი)
პროგრამა: ბეთჰოვენი
* * * * * * *
30 მაისი – ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”
სოლისტები:
თამარ შალვაშვილი – ფორტეპიანო
თამარ მაჭავარიანი – ჩელესტა
ქეთევან შანიძე - ფლეიტა
ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო
დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე
პროგრამა: მოცარტი, ბრიტენი, კოპლენდი, ირ. ცინცაძე
* * * * * * *
4 მაისი - ყვარელი, კულტურის სახლი
თბილისის სახ. კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”
სოლისტი – პაატა ბერიძე – ფლუგელფორნი
ქალთა ანსამბლი “ბედიანი”
პროგრამა: მოცარტი, გრიგი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,
ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები
* * * * * * *
22 მაისი - ვანი, კულტურის ცენტრი
23 მაისი - ბათუმი, მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზი
ეძღვნება კომპოზიტორების მერი დავითაშვილისა და ოთარ თაქთაქიშვილის ხსოვნას
მარიამ ნაჭყებია – სოპრანო
ოთარ ჯორჯიკია – ტენორი
გიორგი გოდერძიშვილი - ბანი
ვიქტორია ჩაპლინსკაია – ფორტეპიანო
საფორტეპიანო ტრიო “სემპრე”
პროგრამა: ვერდი, დვორჟაკი,
მერი დავითაშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი,
სრულუად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სხვა პროექტები
-
07/10/2015
მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
-
05/10/2015
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
-
23/04/2015
მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
-
19/09/2013
კონსტიტუციური შეთანხმება
-
26/06/2013
ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია