Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


გახდი SKYE CLUB-ის წევრი!

11/10/2019

პაქტრიარქის ფონდისა და World Vision საქართველოს მიერ 2016-2019 წლებში წარმატებით განხორციელდა SKYE პროგრამა. პროექტი გრძელდება და ცხადდება მიღება ახალი SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) კლუბების წევრების მიღებაზე!

• SKYE კლუბი არის „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“(SKYE)

• SKYE კლუბების წევრების ასაკი: 16-25 წელი

• SKYE კლუბის ხანგრძლივობა - 12 თვე (ოქტომბერი 2019 - სექტემბერი 2020)

• SKYE კლუბის წევრობა უფასოა!

კლუბის შეხვედრებს გაუძღვებიან წინასწარ შერჩეული, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ლიდერები. კლუბის ფარგლებში შეხვედრები აგებულია ინტერაქტიულ მეთოდებზე და მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე. პროგრამა მოიცავს: ლიდერობის, დასაქმების, აქტიური მოქალაქეობის და მეწარმეობის სასწავლო მიზნებს.

SKYE კლუბის შერჩეული წევრები:

·         კვირაში ერთხელ წინასწარ გამოყოფილ სივრცეში შეიკრიბებიან და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ;

·         მოისმენენ საინტერესო ტრენინგებს მოწვეული სტუმრებისა და SKYE კლუბის ლიდერებისგან;

·         დაგეგმავენ სასწავლო მიმართულებების მიხედვით სოციალურ პროექტებს;

·         შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს;

·         გამართავენ დისკუსია/დებატებს აქტუალურ საკითხებზე;

·         ჩაერთვებიან გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა სახალისო გუნდური სავარჯიშოების შესრულებაში;

·         SKYE კლუბის ლიდერებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად დაგეგმავენ და განხორციელებენ მათთვის საინტერესო სხვა აქტივობებს.

SKYE პროგრამა შემუშავებულია რუმინეთის „New Horizons Foundation“-ის და World Vision Australia-ის მიერ და აგებულია მოხალისეობრივ საწყისებზე. ამჟამად პროგრამა 10 ქვეყანაში მოქმედებს.

განაცხადის შესავსებად გადადით შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1z_VJMBAGNUxAW2Rpe1UJ51uAy4tvCxgORQWBZvcPJ5M/edit

განაცხადები მიიღება 2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced