Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

02/09/2019

ა.წ. 29 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ანდრეას ნორლენს, მის მოადგილეებს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. 

მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

სტუმრები ასევე  დაინტერესდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიით და მისი როლით დღევანდელ საზოგადოებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ჩვენი ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა დაფუძნებულია ქრისტიანობაზე და რომ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო.  

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ანდრეას ნორლენს და შვედეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  იმედი გამოთქვა, რომ მათი და საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს. 

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის სახელით მიღებისთვის დიდი კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე მუდამ იქნებიან ჩვენი ქვეყნის პოზიციის გამზიარებელნი. ამასთან დასძინა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში და ნახეს მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი დაახლოების სურვილი გამოთქვეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced