Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (23.06.2019)

24/06/2019

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას.

თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და იგი განსაკუთრებით მფარველობს მას.

ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათს და პარასკევს. დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ იგი.

არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირი, – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, მან დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ილოცებიან ბურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე, ქუთათელ-გაენათელი. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შევთხოვთ უფალს, აცხოვნოს მისი სული და დაამკვიდროს სადაცა მართალნი განისვენებენ.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced