Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.02.2019)

18/02/2019

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, _ მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისეველის კვირა. მაცხოვარი ამ იგავით მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება: ,,რომელმა აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.“ ღმერთმა ჩვენც მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად აღვმაღლდეთ.

იგავი ასეთია: ტაძარში შევიდა ორი ადამიანი, – მეზვერე და ფარსეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონით ეკუთვნოდათ და მეორე, – ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ამპარტავნულად ლოცულობდ, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არა ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეო.

ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა, ვიგრძნოთ და დავინახოთ ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია.

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმინდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced