სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიღო
29/11/2018
ა.წ. 29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. მისმა უწმინდესობამ ქალბატონ სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დალოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო მოღვაწეობა უსურვა.
„ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა და მომიწვია აქ შეხვედრაზე, რომელსაც სინოდის დიდი ნაწილი ესწრებოდა. ეს ჩემთვის იყო დიდი პატივი და ეს იყო ის მომენტი, როცა მე ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და მქონდა საუბარი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან, როგორც საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს. განვიხილეთ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რა აირჩია საზოგადოებამ, რომელმაც პასუხისმგებლობით აირჩია პრეზიდენტი, ეს დაადასტურა აქტიურობამ. მათ აირჩიეს სიმშვიდე, მშვიდობიანი მომავალი და ეს არის მე პირადად, რაზეც ვარ პასუხისმგებელი, რაზეც ვიმუშავებ მთელი ჩემი ძალ-ღონით და ამ პირობას ვდებ დღეს თქვენს წინაშეც, რომ ვიქნები მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანი, განვითარებული გახდეს ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სხვა სიახლეები
-
15/02/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (15.02.2019)
-
13/02/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (10.02.2019)
-
07/02/2019
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება
-
06/02/2019
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (05.02.2019)
-
04/02/2019
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (01.02.2019)
-
31/01/2019
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (29.01.2019)
-
31/01/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა