Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ანკარაში ქართველი მრევლისთვის პირველი პარაკლისი აღევლინა

29/11/2018

ა.წ. 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ანკარაში, საქართველოს საელჩოს შენობაში, იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე) სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. მსახურებას დაესწრნენ საელჩოს თანამშრომლები და ანკარაში მყოფი ქართველები.

შევნიშნავთ, რომ ჩვენი მრევლისთვის სტამბულში მსოფლიო საპატრიარქოს თანხმობით უკვე წლებია პერიოდულად ტარდება წირვა-ლოცვა და ვიმედოვნებთ, ანკარაშიც მსგავსი მდგომარეობა იქნება. აქ პირველი წირვა 3 თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced