Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2018)

26/11/2018

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს, გიორგობის თვეა. წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. ძველ დროს არ იყო ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას.

ჩვენ ვიგალობოთ წმინდა გიორგის ტროპარი: ,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

წმინდა გიორგი ხშირად იხატება დიოკლეტიანესთან ერთად. დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო წმინდა გიორგი. არის ისეთი აზრი, რომ დიოკლეტიანეს მიაჩნდა ტახტის მემკვიდრედ წმინდა გიორგი, მაგრამ რომ გაიგო, რომ ის ქრისტიანია და უარყო კერპთაყვანისმცემლობა, იწყო მისი წამება. როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები: ,,გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ!“ და აი, ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვხმობთ: წმინდა გიორგი ჩვენთანაა.

ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი.

მე მინდა ვთხოვო პრემიერ მინისტრს, რომ მოგილოცოთ წმინდა გიორგის დღესასწაული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეგობრებო, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მათლმადიდებლობაში. სწორედ მისი მოღვაწეობა არის, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო გიორგობა, მინდა ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, ერთსულოვნება და წინსვლა ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი კანდიდატები პრეზიდენტის _ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა გადმოგცეთ.

ჩვენ ვაჯილდოებთ სასულიერო პირს: დეკანოზ თეოდორე ამბროლაძეს. იგი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced