Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (28.10.2018)

31/10/2018

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო კანდიდატი პრეზიდენტობის, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით სხვისი ამაღლება აღგამაღებთ.

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს: ,,ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ.“ რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობენ: ,,ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“ ძველი რომაელებიც წერდნენ: ,,nosce te ipsum” ,,შეიცან თავი თვისი”. დიახ, ადამიანმა უნდა დაინახოს და შეიცნოს თავისი თავი.  არ უნდა დაინახოს, ან ნაკლებად დაინახოს ნაკლი მოყვასისა, არამედ წინ უნდა წამოსწიოს მისი კეთილი მხარე.

დღეს საპატრიარქოში ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვთხოვეთ უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მისცეს საქართველოს და წავიკითხეთ ფსალმუნებიდან ერთი კანონი, მეთოთხმეტე კანონი, რომელიც როგორც ჩვენი თხოვნის პასუხი ისე მივიღეთ. საოცარია, რომ ამ 14-ე კანონში არის თითქოს საქართველოს ცხოვრება, საქართველოს წარსული და მომავალი, განცდები და სიხარული. ეს საოცარი ფსალმუნი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთანაა და უფალი მფარველობს საქართველოს.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს ლოცვა გვიჩვენებს ჩვენ გზას: მაუწყე მე უფალო გზაჲ, რომელსაცა ვიდოდე“.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ყოველდღე წაიკითხოთ მე-14 კანონი.

,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“ მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced