Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს შეხვდა

24/10/2018

ა.წ. 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ.  მისმა უწმინდესობამ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, ბატონმა გარი ჩაფიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced