Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (28.08.2018)

29/08/2018

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მარიამობას. ეს არის უდიდესი ზეიმი, ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი მისი. შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს.

ერთი ლოცვა არის, რომელიც თქვენ კარგად იცით და ახლა ყველამ ერთად ვთქვათ:

,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”

მე ვფიქრობ, დადგება ის დიდებული დღე, როცა დღესასწაული გვექნება ღვთისმშობლობა, და ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება საქართველოსი.

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ.

დედა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced