Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (27.08.2018)

27/08/2018

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!


ჩვენთან არს ღმერთი!


ადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს, რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს. დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლისა. დღეს მინდა გითხრათ თქვენ ჩემი გამოცდა, განსაცდელი, რომელიც მე გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მე მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. მე აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ. ეს არის მოვლენა და იმისთვისაა წმინდა მოვლენა, რომ სრულიად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ.

გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced