Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (05.08.2018)

06/08/2018

ჩვენთან არს ღმერთი

ჩვენ გვექნება ასეთი პრაქტიკა _ წირვის ბოლოს ბიბლიიდან წავიკითხავთ თითო თავს. დღეს ჩვენ წავიკითხავთ ,,ეკლესიასტეს” პირველ თავს. დიდი სიბრძნეა აქ და ნათქვამია, რომ საწყისი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი; სად არის თეთრი, სად არის შავი; მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია შიში ღვთისა, იგი გაარჩევს ბოროტს და კეთილს.

ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკისადმი მოთხოვნილება ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა, თვითონაც არ არიან ამის თანახმანი. მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებულნი გახდნენ მიეღოთ ეს დადგენილება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა ნარკოტიკებით, უნდა დავუშვათ მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას: გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს!

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე. დღეს ამიტომ ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ,,ეკლესიასტეს” სიბრძნე და თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში ერთი თავი წაიკითხოთ ,,სიბრძნე სოლომონისა” და ,,ეკლესიასტესი”, რათა მოგვეცეს ღვთის შიში და სიბრძნე.

ღმერთმა დაგლოცოთ

ჩვენთან არს ღმერთი!

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced