Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპარლამენტარებს შეხვდა

30/06/2018

ა.წ. 29 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სახალხო პარტიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი ჟან ოლბრიხტი.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის და საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა, სადაც საუკუნეთა მანძილზე ურთიერთ სიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ განსხვავებული რწმენისა და ეთნოსის ადამიანები და რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას თავის მხრივ მართლმადიდებელი ეკლესია უწყობდა და უწყობს ხელს.

ევროპარლამენტარებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დიდია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის როლი კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ამასთან ჩვენს ეკლესიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამტკიცების იმედი და სურვილი გამოთქვეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced