Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზერბაიჯანელთა დელეგაცია მიიღო

14/06/2018

ა.წ. 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ფუად მურადოვს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ბატონი დურსუნ გასანოვი, SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი, ბატონი მახირ მამედოვი და სხვა პირები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კავშირს და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას. სამაგალითოდ შეფასდა საქართველოში აზერბაიჯანელებისა და ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრება და ხაზი გაესვა მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებას ამაში.

მეუფე ანდრიამ მადლიერებით აღნიშნა კომპანია  SOCAR-ის ქველმოქმედების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს როგორც ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, ისე სხვა აღმსარებლობის ცენტრებს ზამთრის პერიოდში გაზის უფასოდ მოხმარებისა. აღინიშნა იმ პრობლემების შესახებაც, რასაც ადგილი აქვს დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილზე მესაზღვრეებთან ურთიერთობისას და კახის რაიონში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მისმა უწმინდესობამ გამოთქვა იმედი, რომ ეს საკითხები სასიკეთოდ გადაწყდება და აზერბაიჯანი და საქართველო კეთილი მეზობლები და მეგობრები იყვნენ და იქნებიან. დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისინი ამ თემებს სამთავრობო დონეზე განიხილავენ და ვითარებას გაითვალისწინებენ.

ბატონმა ფუად მურადოვმა მის უწმინდესობას აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონ ილჰამ ალიევისა და კავ­კა­სი­ის მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს სუ­ლი­ერ­ი ლი­დერ­ის, შეიხ ულ ის­ლამ ალაჰ შუ­ქურ ფაშა-ზა­დეს მოკითხვა გადასცა. თავის მხრივ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა აზერბაიჯინის პრეზიდენტთან და სულიერ ლიდერთან გამართული შეხვედრები.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced