Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საქართველოს საპატრიარქოს განმარტება 11.06.2018

14/06/2018

ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თითქოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის _ ,,ნათელი ქრისტესი. საქართველოს“ I და II ტომები 3000 ლარი ღირს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი, მართალია, გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ იგი არის სასაჩუქრე და არასდროს მომხდარა მისი გაყიდვა.

როგორც გაირკვა ,,წიგნის სახლში“ ტრილოგიის I და II ტომი   გასაყიდად კერძო პირმა  მიიტანა და რამდენიმე დღეში თავადვე უკან წაიღო. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილეს.

გვინდა ვთხოვოთ მედიასაშუალებებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და უნებლიედ ხელი არ შეუწყონ სიცრუის ტირაჟირებას.

P.S. შევნიშნავთ, რომ ,,ნათელი ქრისტესი, _ საქართველოს” III ტომის ერთი ეგზემპლიარი გადაეცა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს. ეს წიგნი სხვათა მიერ შეწირულ ნივთებთან ერთად გაიყიდება ამ ფონდის მიერ ა.წ. 15 ივნისს ორგანიზებულ საქველმოქმედო აუქციონზე, რათა შემოსული თანხა მოხმარდეს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced