Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იეზიდებს შეხვდა

14/06/2018

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იეზიდთა თემის წევრები და მათი სულიერი ლიდერები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, იეზიდთა უმაღლესი სასულიერო საბჭოს წარმომადგენელი პეშიმამ ნუმანი (ერაყიდან), საქართველოში იეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი დიმიტრი ფირბარი და დელეგაციის სხვა წევრები გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან და სომხეთიდან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ სამაგალითო თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის.

იეზიდებმა გამოხატეს დიდი მადლიერება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მათ მიმართ  გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის და შემდგომში ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced