Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა 26 მაისი აღნიშნა

30/05/2018

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და პედაგოგებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის, მერაბ კოსტავას დაბადების 79 წლისა და პირველი პრეზიდენის არჩევის 27 წლისთავი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში აღნიშნეს.

ზეიმის მონაწილეებს მიესალმნენ და დღესასწაული მიულოცეს სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა ციცინო მაღლაფერიძემ, უზენაესი საბჭოს დეპუტატმა გურამ მაქაცარიამ. სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო საკონცერტო პროგრამა და სამახსოვრო სურათები გადაიღეს უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced