Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში

29/05/2018

ა.წ. 26 მაისს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე ისაიამ გალობის უნივერსიტეტის რექტორ, არქიმანდრიტ იოანესთან (კიკვაძე) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ფონდ „ქართული გალობის“ სოფელნი ქოზისა და კალაურის ბავშვთა გუნდებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოტრ დამის (ინდიანა, აშშ) უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები, რომლებიც ელის მარტინის სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტში ქართულ გალობა-სიმღერას შეისწავლიან.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced