Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს“ მორიგი მასშტაბური ღონისძიება

03/05/2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ“ გამწვანების მორიგი მასშტაბური ღონისძიება განახორციელა.

2 მაისს ფონდისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მცხეთაში, სოფელ ბიწმენდთან, მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ორივე ტაძართან დაირგო პირამიდალური კიპარისისა და კომპაქტური ტუიების ნერგები.

აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი (რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც შეიქმნა აღნიშნული ტერიტორიის გამწვანების პროექტი), მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, ბატონი თამაზ სუჯაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბატონები გიორგი გიუტაშვილი და ოთარ ჩხეიძე, ასევე ადგილობრივი რწმუნებული, ბატონი ივანე ობგაიძე.

მონასტრის ძმობასთან და მრევლთან ერთად აქტიური წვლილი შეიტანეს ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებმაც.

შევნიშნავთ, რომ აპრილის თვეში ფონმდა ,,გაამწვანე საქართველომ“ სოფელ კოდაში, ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დასახლებაში,  დარგო 400-ზე მეტი ძირი ალვის ხე; მახათას მთაზე, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის, ქავთარაძეთა საგვარეულო კავშირის, შპს ,,მწვანე გზისა“ და კერძო ინგლისური სკოლა ,,ნინოს“ მოსწავლე-მასწავლებელთა მონაწილეობით გაშენდა ზეთისხილის, კიპარისის, მუხის, კოლხური ბზისა და სხვა მცენარეთა ნერგები.

 ,,გაამწვანე საქართველო“, პარტნიორებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს გამწვანების ღონისძიებებს.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced