Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


კათოლიკოს-პატრიარქმა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მონაწილეები მიიღო

27/04/2018

ა.წ. 27 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს” პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია და ვიტალი დარასელიას სახელობის იუნორთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მონაწილე სპორტსმენები მიიღო, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლანდიის, ესპანეთის, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსისა და საქართველოს კლუბებს.

როგორც ბატონმა რომანმა აღნიშნა, ,,ტურნირის ფინალი კვირას შედგება და მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენები მაინც იქნებიან, რადგან ამ ტურნირის საშუალებით ისინი საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ და დიდი გამოცდილება შეიძინეს”.

ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია და წინაპირობა იმისა, რომ ქართულ ფეხბურთს საიმედო მომავალი თაობა ეყოლება.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა ახალგაზრდა სპორტსმენები და ცხოვრების გზა დაულოცა მათ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced